აკორდეონის სისტემა

გარკვეული გარემოებების გამო, შესაძლოა, საჭირო გახდეს სივრცის ცალკეულ ზონებად დაყოფა. სწორედ ამ შემთხვევაში იდეალურია აკორდეონის სისტემა, რომელიც შედგება „მცურავი“ მინის ტიხრებისგან. აღნიშნული სისტემა საშუალებას გვაძლევს, არ გამოვიყენოთ უძრავი მინის ტიხრები და კედლის მონტაჟი და დემონტაჟი შესაძლებელია სულ რამდენიმე წუთში. აკორდეონის სისტემის ერთ-ერთი უპირატესობაა შენობის შესასვლელი ზონის მაქსიმალურად გაზრდა.