ბეტოპანი





ბეტოპანი – ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ცემენტის ბოჭკოვანი მყარი მასალაა სამშენებლო სფეროში. მას ხშირად იყენებენ შენობებზე ვენტილირებადი ფასადების მოსაწყობად. ფერებისა და ფაქტურის მრავალფეროვნება იძლევა მისი ინტერიერში გამოყენების საშუალებას.

ბეტოპანის უპირატესობებია:

  • არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს;
  • დროის მცირე მონაკვეთში დიდი მოცულობების ინსტალაციის შესაძლებლობა შეღებვის გარეშე;
  • მიუხედავად სიმყარისა, შესაძლებელია მისი ადვილად დაჭრა სასურველ ზომაზე;
  • მდგრადია ნესტისა და წყლის მიმართ;
  • გამოირჩევა მაღალი ხარისხის ხმის იზოლაციით;
  • ძნელად აალებადია (კლასი A1) და უძლებს დიდ ტემპერატურას;
  • აალებისას არ გამოყოფს ტოქსიკურ აირებს;
  • არ შეიცავს ასბესტს;