![](https://sgproject.ge/wp-content/uploads/2023/02/minis-iataki-2.jpg)
მინის იატაკი საშუალებას იძლევა, განახორციელოთ ყველაზე თამამი და რთული დიზაინერული იდეები. ოსტატს მისი მონტაჟისას შეუძლია, გამოიყენოს ნებისმიერი სხვა მასალაც. სხვადასხვა კომპონენტის ერთობლიობით იქმნება ორიგინალური ვიზუალი და ხაზს უსვამს სივრცის ინდივიდუალურობას. გარდა ამისა, მინის იატაკი ოპტიკურად აფართოებს სივრცეს და ავსებს მას სიმსუბუქითა და ჰაეროვნებით.
სწორად შერჩეული კონსტრუქციისა და მინის შემთხვევაში იატაკი საკმაოდ მედეგია და 1 კვ. მეტრზე უძლებს 500 კილოგრამამდე დატვირთვას. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
მინის იატაკი მდგრადია სხვადასხვა ზემოქმედების მიმართ, როგორიცაა: ცეცხლი, ტენიანობა და ა.შ. არ ლპება და არ იჟანგება. არის ეკოლოგიურად სუფთა და ხელს უშლის სხვადასხვა პარაზიტებისა თუ სოკოს გამრავლებას.