მინის მოაჯირი

მინის მოაჯირი უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებს. შიდა ტიხრებისგან განსხვავებით, მონტაჟდება ექსტერიერში და კონტაქტშია საკმაოდ აგრესიულ გარემო პირობებთან (ქარის დატვირთვები, ტემპერატურის ცვალებადობა, ნალექი და ა.შ.).

შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული კონსტრუქცია უნივერსალურია, შესანიშნავად ერწყმის ნებისმიერ დიზაინს და გამოირჩევა დახვეწილი ვიზუალით, როგორც კერძო ტიპის, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადზე.

მოაჯირის სისტემის არჩევისას გასათვალისწინებელია შენობის სიმაღლე და ზედაპირის ტიპი, რაზეც  უნდა დამაგრდეს შერჩეული  სისტემა. უსაფრთხოების კუთხით მიზანშეწონილია, მოაჯირი დამზადებული იყოს ლამინირებული მინისგან – ტრიპლექსი, რომლის სისქეც უნდა განისაზღვროს შენობის გეოგრაფიული ლოკაციისა და დატვირთვების მიხედვით.