ეს მხოლოდ დიზაინერული ჩანაფიქრი ან მხოლოდ დეკორაცია არ არის. იგი გახლავთ სხვადასხვა
გარემო ზემოქმედებისგან (თოვლი, წვიმა, სეტყვა, ქარი) დაცვის სრულყოფილი საშუალება.
გთავაზობთ როგორც ალუმინის, ხის, სხვადასხვა ტექსტურის სპეციალური აპკით ლამინირებულ და ექსკლუზიურ მოდელებს, ქუჩის კონსტრუქციებისთვის პერგოლის ტენტებს, აფრებს, ვერტიკალურ ეკრანებს, რომელთა ქსოვილებს ამზადებენ მსოფლიოს ისეთი მწარმოებლები, როგორებიცაა:
Para, Corti Manifattura, Mehler, Serge Ferrari, Giovanardi Textile და ა.შ.
პერგოლას კარკასი ძირითადად ალუმინის კონსტრუქციაა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იოლად ექვემდებარება დემონტაჟსა და დასაწყობებას. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ დარგის ლიდერების
მიერ წარმოებულ მაკომპლექტებლებსა და კომპონენტებს.