დღეს მშენებლობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაწყვეტა არის მინის ფასადი. იგი გამოირჩევა ელეგანტური ვიზუალით, რადიკალურად გარდაქმნის გარე კედლებს, გამოიყურება ორიგინალურად და შესანიშნავად ჯდება დღევანდელი ქალაქების არქიტექტურაში. მინის ფასადების დიზაინი ლაკონურია და მასში არაფერია ზედმეტი.
მინის ფასადები ღირებულია არა მხოლოდ მათი იერსახით, არამედ ისინი გამოირჩევიან შესანიშნავი საექსპლუატაციო მახასიათებლებით. მინის თანამედროვე ფასადს აქვს შემდეგი უპირატესობები:
მინის კედლები გამოიყურება ორიგინალურად და უჩვეულოდ, რაც საშუალებას იძლევა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი ფანტაზია.
არის გამძლე და საიმედო.
სრულად გამჭვირვალე კედლები ხელს უწყობს სინათლის შეღწევას. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი სივრცეებისთვის, სადაც ხალხის დიდი ნაკადია – სავაჭრო ცენტრები, კომერციული ორგანიზაციები, რკინიგზის სადგურები, აეროპორტები და სხვ.
თანამედროვე კონსტრუქციებში გამოიყენება ენერგოეფექტური მულტიფუნქციური მინაპაკეტები გარკვეული რაოდენობის კამერებით, რომელიც დატუმბულია ინერტული აირით. ამ ტიპის საფასადე სისტემა კომუნალური ხარჯების 30-35% დაზოგვის საშუალებას იძლევა.