სლაიდი არის მინის პანელების გასასრიალებელი ჩარჩო სისტემა, რომელიც მოძრაობს ერთმანეთის პარალელურად, ზევით და ქვევით ჰორიზონტალურად განლაგებული მიმმართველების მეშვეობით.თქვენ შეგიძლიათ, აირჩიოთ მინის ნებისმიერი დიზაინი: გამჭვირვალე, ტონირებული, დაპრინტული, სარკისებური და ა.შ.ალუმინის პროფილი შესაძლებელია შეიღებოს RAL შკალის მიხედვით ნებისმიერ ფერში. პერიმეტრზე ჩარჩოსა და თითოეული პანელის კონტურის გასწვრივ ალუმინის პროფილის არსებობა შემინვის ამ მეთოდს ყველაზე საიმედოსა და ჰერმეტულად დაცულს ხდის როგორც თბილ, ასევე ცივ კონფიგურაციაში.
„თბილი სლაიდ სისტემის“ გამოყენება შესაძლებელია როგორც შენობის შესასვლელში, აგრეთვე შესაფერისია ღია ცივი სივრცის საცხოვრებელ ფართთან დასაკავშირებლად.„ცივი სლაიდ სისტემა“ ძალიან პრაქტიკულია კაფეტერიების, რესტორნების და კერძო სახლების საზაფხულო ტერასებისა და აივნებისთვის. თუ თქვენ გაქვთ ღია ფანჩატური, მაშინ აღნიშნული სისტემა შესანიშნავი გადაწყვეტილებაა შესამინად. ასევე შეიძლება გამოიყენოთ როგორც გასასრიალებელი ტიხრები საოფისე ფართებში.ნებისმიერ შემთხვევაში, მინის პანელები ადვილად იხურება, რაც უზრუნველყოფს ოთახის ჰერმეტულობას და დაცვას სიცივისა და ნალექისგან.