ზამთრის ბაღი

ზამთრის ბაღი შესაძლებელია იყოს კერძო კოტეჯებისა და აგარაკების ნაწილი, განტვირთვის
ადგილი რესტორნებში, კაფეებში, სასტუმროებში და სხვა რეკრეაციულ ან გასართობ საჯარო
დაწესებულებებში.
მოსასვენებელი ოთახი უნდა იყოს ნათელი, ფართო, ტენიანობის დაბალანსებული დონითა და
ოპტიმალური ტემპერატურით. ზამთრის ბაღი სავსებით აკმაყოფილებს ყველა ამ მოთხოვნას. მისი
დაპროექტება და მშენებლობა უფრო ადვილი და სწრაფია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
რამდენიმე წლის წინ ზამთრის ბაღების მშენებლობა საკმაოდ დიდ ფინანსებთან იყო
დაკავშირებული და მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ მისი აშენება. თუმცა, თანამედროვე
ტექნოლოგიებმა შესაძლებელი გახადა მშენებლობის ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირება, რაც
ზამთრის ბაღების მზარდი პოპულარობის მიზეზი გახდა.

მათი პოპულარობის ზრდა რამდენიმე მიზეზმა განაპირობა:

ასეთ სივრცეში ადვილია დასვენებისთვის იდეალური პირობების შექმნა;
ზამთრის ბაღის ინდივიდუალური დიზაინის შემუშავების შესაძლებლობა და მისი თავსებადობა
ნებისმიერ სტილთან;
ეგზოტიკური მცენარეებისთვის ოპტიმალური პირობების შექმნის შესაძლებლობა;
ასეთ ოთახში ყოფნა ხელს უწყობს სტრესის მოხსნას და დასვენებას მძიმე სამუშაო დღის შემდეგ და
ა.შ.